ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმში

29 ნოე 2021

სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება.ამეტაპზე ქუჩაზე სანიაღვრე არხი, ტროტუარი და გზაგამყოფი ზოლი ეწყობა. ბაგრატიონიდან -ქობულეთის ქუჩამდე მონაკვეთში კი ასფალტის საფარი იგება. სულაბერიძის ქუჩის სრული რეაილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში კი პროექტის ღირებულება  4 მილიონ 240 ათას ლარს აღემატება.