ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში

30 ნოე 2021

საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები იყო საუბრის თემა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის შეხვედრაზე. დისკუსია დახურულ კარს მიღმა წარიმართა. მხარეებმა ნატო-ს დაგეგმილ სამიტზე ოკუპაციასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე, ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ვიზიტის განმავლობაში განსახილვევი ერთ-ერთი მთავარი საკითხი რიგაში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალია, რომელიც დღეს გაიხსნება და მონაწილეობას საქართველოც იღებს.