პოლიციამ ნოემბერში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა - შსს

01 დეკ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნოემბერში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს. 

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ბუპრენორფინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

''პოლიციამ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ვ.ჟ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 99 აბი, ხოლო ა.დ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შემცველი 30 აბი, ,,ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინის“ შემცველი ნივთიერება'' - აცხადებენ სამინისტროში.