მასტერკლასები სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

01 დეკ 2021

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მასტერკლასები მიმდინარეობს. სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები სასცენო  მოძრაობებს ეუფლებიან.

თეორიულ-პრაქტიკულ ლექცია-სემინარებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი შოთა გეგიაძე ატარებს.