მეწარმეს ბათუმში 4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული - შემოსავლების სამსახური

02 დეკ 2021

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს.

მეწარმეს ქალაქის ტერიტორიაზე 4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

ფოტო: არქივი