ტრენინგი საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებისთვის

02 დეკ 2021

10 სოფელში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი, რომელშიც ტურისტული სააგენტოები და გიდებია ჩართული, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ეხმარება დახვეწონ სერვისები და სააგენტოებთან მათ თანამშრომლობას  ხელი შეუწყონ. უწყების ინფორმაციით, ტრენინგები სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ერთობლივად მომზადებული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები იგეგმება.