შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ როსტომ ლორთქიფანიძე აირჩიეს

03 დეკ 2021

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ როსტომ ლორთქიფანიძე 14 ხმით აირჩიეს.

სხდომას 21 დეპუტატიდან 20 წევრი დაესწრო.

შვიდმა ოპოზიციონერმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.