თეთრი სახლის განცხადება

06 დეკ 2021

თეთრი სახლის წარმომადგენელმა  კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს. ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოსამიტი 7 დეკემბერს გაიმართება.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ.

ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მხოლოდ ერთხელ  მიმდინარე წლის ივნისში ჟენევის სამიტზე შეხვდნენ.