მექაში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო წესები ამოქმედდა

07 დეკ 2021

საუდის არაბეთში მომლოცველებისთვის ახალი კოვიდსაწინააღმდეგო წესები ამოქმედდა. 

მექაში ჩასულ მორწმუნეებს 3-დღიანი კარანტინის გავლა, პი-სი-არ ტესტის ჩაბარება და სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა მოეთხოვებათ, ასევე მათ მეჩეთში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნონ

მომლოცველებმა სასტუმროში ცხოვრებისა და  კვების ხარჯები  თავად უნდა დაფარონ, პი-სი-არ ტესტი 48 საათში უნდა ჩააბარონ, ხოლო მესამე დღეს, ტესტის დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კარანტინის დასრულება შეუძლიათ. 

საუდის არაბეთში მომლოცველებს სოციალური დისტანციის დაცვა  აღარ მოეთხოვებათ, თუმცა  პირბადის ტარება  სავალდებულოა.