არის თუ არა დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის?

07 დეკ 2021

რა საკითხებზე ვერ თანხმდება პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის ჯგუფი? გავრცელებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ დატოვეს. არცერთ მათგანს დღეს მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ. ეს კი პანდემიის პირობებში პირველი შემთხვევაა.

ბრიფინგზე მხოლოდ გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა. კომენტარის გარეშე ჯანდაცვის ჯგუფის მიერ კანცელარიის შენობის დატოვება მედიკოსების ნაწილისთვის დაპირისპირების ინდიკატორია.