სინოპტიკოსები კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ

12 დეკ 2016

საქართველოში დღეს დღის ბოლოდან 15 დეკემბრამდე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე კი 4 – 6 ბალიანი შტორმი, დასალეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.