მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე  

09 დეკ 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი უკვე 3 საათია მიმდინარეობს.

პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი. ამის მიზეზად მან  გუშინ გავრცელებულ წერილში სისუსტე დაასახელა.

სასამართლო პროცესზე დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.