ევროკავშირში თავშესაფრის ევროპული სააგენტო შეიქმნა

09 დეკ 2021

თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის ბაზაზე  თავშესაფრის ევროპული სააგენტო შეიქმნა. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო და  ამის შესახებ ინფორმაცია მისივე  ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააგენტოს მიზანი თავშესაფრის მინიჭების სისტემის დახვეწა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გასაწევი ოპერატიული და ტექნიკური დახმარების გაფართოება და საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადების შეფასების დაახლოების ხელშეწყობაა. სააგენტო ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან.