ზელენსკი პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

10 დეკ 2021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს.  ამის შესახებ მან  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ბაიდენ-ზელენსკის სატელეფონო საუბრის დეტალებზე უკრაინული  ტელეარხით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ისაუბრა. ანდრეი სიბიგას თქმით,  უკრაინა დონბასში კრიზისის მოგვარების დიპლომატიურ მეთოდებს ემხრობა.   

მოლაპარაკებებზე მინსკის ფორმატის განახლების საკითხსაც შეეხეს.