10 დეკ 2021
ბათუმის ქუჩებში საახალწლო განწყობა ჯერ არ იგრძნობა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზღვისპირა ქალაქში იქნება ახალი დეკორაციები და ახალი განათებები.
ნაძვის ხის ადგილი წელს ევროპის მოედანი იქნება. ბათუმელები და ქალაქის სტუმრები 2022 წელს ტრადიციულად გალა კონცერტით შეხვდება.