ბავშვთა სარაგბო ფესტივალი აჭარაში

11 დეკ 2021

ბათუმში აჭარის ბავშვთა სარაგბო ფესტივალი იმართება, სადაც  5 მუნიციპალიტეტის 300 მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ფესტივალის მიზანი სპორტსმენების განვითარება და  რაგბის პოპულარიზაციის გაზრდაა. ტურნირი 2 დღის მანძილზე გაგრძელდება და  გამარჯვებული გუნდები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.