12 დეკ 2021
ევროკომისიის ექსთავმჯდომარე და იტალიის ორგზის პრემიერ-მინისტრი, ევრო-ს შემოღების ერთ-ერთი ინიციატორი რომანო პროდი ევროკავშირის რეფორმის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით დღეს ევროპის საგარეო პოლიტიკა ძალზედ პასიურია და იგი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა სახელმწიფოს ერთიან პოზიციას მოითხოვს. ამის გამო იგი რეაგირებას ვერ ახდენს მაგალითად ლიბიაში მიმდინარე მოვლენებზე და მთლიანად დათმობილი აქვს რუსეთისა და თურქეთისთვის. ამჟამად როცა უკრაინის კრიზისია, პროდის განცხადებით ევროკავშირმა ამ შემთვევაში მძაფრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. რომანო პროდი ასევე გამოდის ევროკავშირის გაფართოების ინიციატივითაც.