უმაღლესი საბჭო ოპოზიციონერი წევრებისთვის უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტაზე მსჯელობს

16 დეკ 2021

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დღეს საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი წევრების ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღის წესრიგში დგას უფლებამოსილების შეწყვეტა 6 ოპოზიციონერი წევრისთვის. დღესვე უმაღლეს საბჭოში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ, რომელმაც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა წარადგინოს.