2022-ში აჭარის ბიუჯეტი 9%-ით მეტი - 454 მლნი ლარია

16 დეკ 2021

454 მილიონი ლარი  აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში. ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება - მთავარი პრიორიტეტებია. ყველაზე დიდი თანხა კი განათლების მიმართულებით მობილიზდა. დაფინანსება გაეზარდა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამას. პროექტშია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. ბიუჯეტის განხილვას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ დასწრებია.