პროტესტი ციტრუსის ნარჩენებს ქობულეთში

16 დეკ 2021

ღია ცის ქვეშ დაყრილი ციტრუსის ნარჩენები. დასახლებული პუნქტთან ახლოს ტონობით მანდარინის ნარჩენი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს ეკუთვნის. გაუსაძლისი სუნის გამო  ტერიტორიაზე გაჩერება შეუძლებელია. პრობლემას თან ახლდა საპროტესტო აქციები. საწარმოს ხელმძღვანელობამ დღეს უკვე განმარტა,რომ ტერიტორია მალე დაილუქება და პრობლემა მოგვარდება.