კორონავირუსით მსოფლიოში დღემდე 273 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

17 დეკ 2021

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 273 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5  მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 245 მილიონს აჭარბებს.