ოსაკაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

17 დეკ 2021

იაპონიის ქალაქ ოსაკაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.  ცეცხლი 8-სართულიანი სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა.  ცნობილია, რომ  შენობაში თერაპევტული კლინიკაა განთავსებული.  ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია 25 წუთში შეძლეს.  პოლიცია მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის ცეცხლის განზრახ წაკიდებას. ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, აქედან 17 მამაკაცი და 11 ქალია.