„პარაფესტივალი - ბათუმი 2021“

18 დეკ 2021

დღეს სტარტი აიღო პარაფესტივალმა "ბათუმი 2021".  ჩემპიონატები 6 სხვადასხვა კატეგორიაში როგორც გუნდურ ასევე ინდივიდუალურ სახეობებში გაიმართება. ფესტივალი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება და გამარჯვებული სპორტსმენები პრიზებით დაჯილდოვდებიან. ცნობისთვის, ბათუმის პარაფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ.