საახალწლო პროგრამა ბათუმში

20 დეკ 2021

ახალი წლის დადგომამდე 11 დღე რჩება. ქალაქის ქუჩებში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა, ნაძვის ხის მორთვაც აქტიურ ფაზაშია. სადღესასწაულო განწყობას კი მუსიკოსები უწყვეტ რეჟიმში შობის დღესასწაულამდე ყოველ საღამოს შექმნიან. 2022-ს ზღვისპირა ქალაქი ტრადიციული გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით შეხვდება.