ნედ პრაისი - არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება დაადგინოს საზღვრები და დააშინოს პატარა ქვეყნები

21 დეკ 2021

არცერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერი უნდა იყოს, არ აქვს უფლება დააშინოს პატარა ქვეყნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე, რუსეთის საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა,  აშშ მხარს უჭერს დიალოგს, თუმცა ნებისმიერი დიალოგი უნდა ემყარებოდეს ნაცვალგების პრინციპებს.