თავისუფლება მიშას - აქცია რუსთაველზე

21 დეკ 2021, 13:39

0
გაზიარება:

ამ  წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იწყება დედაქალაქში. აქციის თარიღი სიმბოლურად ყოფილი პრეზიდენტს დაბადების დღეს დაუმთხვიეს. მიაჩნიათ, რომ  მიხეილ სააკაშვილი პატიმრობას არ იმსახურებს, ამიტომ მის გათავისუფლებას ითხოვენ , ეს  კი ქართული ოცნებისთვის გამოგონილი მოთხოვნაა. ამის მიუხედავად ენმ ბოლო რამდენიმე დღეა მოქალაქეებს მიმართავდა, რომ ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა აწუხებს, რუსთაველის გამზირზე დღეს, მათთან ერთად გააპროტესტოს.  მსურველები  წავიდნენ კიდეც რეგიონებიდან.