"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

22 დეკ 2021

"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.