პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები გრძელდება

22 დეკ 2021

,, კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს“-ასეთია ელენე ხოშტარიას შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც იგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. თავად პოლიტიკოსს პრეზიდენტის ხედვები მოსწონს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისთვის  ამ პროცესში ცენტრალური საკითხი მართლმსაჯულება იქნება.