გარემოს დაცვის სამმართველოს პროგრამები

09 მაი 2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველომ  მომდევნო 4 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გამართა. ძირითად პრიორიტეტად ორი მიმართულება დასახელდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროგრამებისთვის 5 მილიონამდე,  სატყეო სექტორის მართვაზე  კი 14 მილიონი ლარია  გათვალისწინებული. შეხვედრას აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ  რეკომენდაციები აქვთ.