უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

23 დეკ 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საბჭომ სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა. ისაუბრეს   შესრულებულ და განსახორცილებელ ვალდებულებებზე.  ირკვევა, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ვალდებულება შეასრულა: მათ შორის,   საბჭოს ვებ-გვერდი, მიმდინარეობს შენობის ადაპტირება,  ამოქმედდა მოქალაქეთა  ჩართულობის პორტალი, რომლის მეშვეობითაც ნესბისმიერ მსურველს სხდომების  პირდაპირი ტრანსალაციის ყურების  საშუალება ექნება, გარდა ამისა მოქალაქეებს შეეძლებათ დეპუტატებთან შეხვედრა.