კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაცია Happy Onlife მოსწავლეებს გააცნო

24 დეკ 2021

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია “Happy Onlife” მოსწავლეებს გააცნო.მათ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ონლაინ აპლიკაციით ისწავლეს. “Happy Onlife” ეს არის ევროკავშირის 9 ქვეყანაში წარმატებული ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.