მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პროექტი მიმდინარეობს

24 დეკ 2021

თაგო, უჩხო, კაპნისთავი, ჩხუტუნეთი - იმ 10 სოფელს შორისაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროექტი მიმდინარეობდა. პროექტი, რომელშიც გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, თითოეულ სოფელში ძირითადი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების გამოკვეთას, განვითარებასა და ტურისტებისთვის შეთავაზების მომზადებას ითვალისწინებდა.  სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროცესს წინ უძღოდა  ტურისტული პოტენციალის კვლევები.