ბორანზე ხანძარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

24 დეკ 2021

38 ადამიანი დაიღუპა ბანგლადეშში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძარი ბორანის სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა. ის დედაქალაქ დაკიდან ჯალაკატის გავლით ბარგუნასკენ მიემართებოდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ისინი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.  რამდენიმე ადამიანი  ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრზელდება. ჯერ უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.