საავტომობილო სპორტის ფედერაცია-წლის შეჯამება

26 დეკ 2021

2021 წლის საუკეთესო მრბოლელი ნოდო კოდუა გახდა, ხოლო საუკეთესო საერთაშორისო მიღწევად დათა ქაჯაიას შედეგი დასახელდა. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ წელი შეაჯამა. ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიებას მხოლოდ 2020-21 წლის პრიზიორები და გამარჯვებულები ესწრებოდნენ. დაჯილდოებაზე პრიზები  რალი სპრინტის, დრიფტის, აღმართის დაძლევისა და  კარტინგის გამარჯვებულებს გადაეცათ.