ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

27 დეკ 2021

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა. ერთზე გამოცხადებულია ძებნა. გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად  1 900 დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა გაასაღეს. გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.