46 ლაბოლატორიულად დადასტურებული შემთხვევა

14 დეკ 2016

ამ დროისთვის, საქართველოში გრიპის 46 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,  სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  წელსაც ტიპის H  3 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა B  ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაც.