ვარშავაში თურქეთის საელჩოს შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

29 დეკ 2021

ვარშავაში თურქეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. დაზიანებულია საელჩოს შენობის ფასადი. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით იგი დაკავებულია. ერთ-ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილი 34 წლისაა და სავარაუდოდ, მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის ვინაობის და მოტივის შესახებ.