აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

29 დეკ 2021

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 512  ათას 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორი, როგორიცაა საშობაო დღესასწაულის დღეები.  ცნობისათვის, დღემდე აშშ-ში ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა 8 იანვარს იყო გამოვლენილი, როცა კოვიდი 294 015 ადამიანს დაუდასტურდა.