ბათუმელი მეთევზე და მოზღვავებული იმპორტი

29 დეკ 2021

"წყალთა შინა არიან სხვადასხვაგვარნი თევზნი მრავლობით და გემრიელნი საჭმელად, რომელნიც არიან სახელდობრ ორაგული, ზუთხი, ანტაკია, გოჭა, ჭანარი, ლოქო, კაპოეტი, კარჩხანი, კალმახი, ფიჩხული და წვრილი თევზნი მრავალნი და სხვანიცა", - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს წყლებს. თევზს საქართველოში ათასგვარი ხერხით იჭერდნენ. მეთევზეობა აჭარაში ერთ-ერთი გავრცელებული პროფესიაა, ვისთვის სამოყვარულო და ვისთვის სპორტული, თუმცა ის უნდა ითქვას, რომ თევზჭერის კულტურას აქ დიდი ხნის ისტორია აქვს.