30 დეკ 2021
ქობულეთში, სოფელ ციხისძირში საპატრულო ავტომანქანას სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა.
ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
პატრულის დაშავებული თანამშრომლები ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს სხეულის დაზიანება და მოტეხილობა აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაშავებულს კი საოპერაციოდ ამზადებენ.