ექსპერტთა ჯგუფი თავდაცვის სამინისტროში

14 დეკ 2016, 20:00

0
გაზიარება:

თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის  ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს. ქართული და ფრანგული მხარეები პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატზე შეჯერდნენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სისტემის ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. საჰაერო თავდაცვის ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზანიც  თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისა  და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობაა.