ბელგიაში კოვიდ-19-ის შემთხვევები გაორმაგდა

04 იან 2022

გასული კვირის განმავლობაში ბელგიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით  52%-ით გაიზარდა. 24-დან 30 დეკემბრამდე  ქვეყანაში დღეში საშუალოდ 10 ათასზე მეტი  შემთხვევა ფიქსირდებოდა. მხოლოდ გასულ ხუთშაბათს კორონავირუსის დაახლოებით 16 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას "ბუსტერებით" ვაქცინაციას ურჩევენ.