04 იან 2022
შუახევში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მასში ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ვოკალური ანსამბლები, მოწვეული მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობენ. კონცერტის პარალელურად მოეწყო პატარების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. გაიმართა საშობაო ბაზრობა და ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. დღესვე დააჯილდოვეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საპატიო შუახეველებიც.