ტრამპმა პრესკონფერენცია გააუქმა

05 იან 2022

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა გააუქმა პრესკონფერენცია, რომელიც მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავზე უნდა გამართულიყო. 

ტრამპმა "მიკერძოებულობასა და არაკეთილსინდისიერებაში" დაადანაშაულა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებს იძიებს.

ტრამპის განცხადებით, კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავთან დაკავშირებულ საკითხებზე 15 იანვარს არიზონაში დაგეგმილ მიტინგზე ისაუბრებს.