ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა

06 იან 2022

ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა

ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა. შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. 

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათაში და მანგისტაუში მოქმედებდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.