საშობაო ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება

06 იან 2022

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტრადიციული საშობაო ალილო ხვალ განსხვავებული ფორმატით, მრევლის გარეშე, ჩატარდება.

დღის 12 საათზე სასულიერო პირები ბათუმში ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძართან შეიკრიბებიან და ქალაქში მსვლელობას მოაწყობენ.    

დაგეგმილია ქუჩების კურთხევა. მსურველებს კი საშუალება ექნებათ საშობაო საჩუქრები და ნუგბარი მზრუნველობა მოკლებული პატარებისა  და მოხუცებისთვის ტაძრის ეზოში დატოვონ.

საშობაო ლიტურგია ბათუმის საკათედრო ტაძარში დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება