ნაზარბაევმა და მისმა შვილებმა ყაზახეთი დატოვეს

07 იან 2022

ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყანა დატოვა -ინფორმაციას მედია ავრცელებს. ამ ეტაპისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების  წევრი ქვეყნები მათი კონტიგენტის გაგზავნას განაგრძობენ. ქვეყანაში ამ დროისთვის შედარებით სტაბილური მდგომარეობაა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ.