ხულოში აღარ თოვს

15 დეკ 2016

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა,  თუმცა ამ დრომდე გადაადგილების პრობლემა რჩება მაღალი ზონის სოფლებში.  ტრანსპორტი ვერ შედის:  ნაღვარევი, ინწკვირეთი, ბრილი, ვანი,  წაბლანა, დარჩიძეები, მაწყვალთა, გოგინაური, კვიახიძეების მიმართულებით. აჭარის საგზაო დეპარტამენტის განცხადებით დილიდან განახლდა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. ბავშვების სიმცირის გამო აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია დიდაჭარის, ღურტის, დიოკნისისა და ხიხაძირის საბავშვო ბაღებში.  მაღალი ზონაში ზვავსაშიშროებაა.