შეწყვეტილი გაზმომარაგება და ჩაშლილი სასწავლო პროცესი

15 დეკ 2016

ბათუმსა და ხელვაჩაურში  50 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეწყდა სასწავლო პროცესიც. საჯარო სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან  დღეს  დილით მოსწავლეები  დაითხოვეს. სწავლა შეწყვეტილია ბათუმში 24, ხელვაჩაურში კი  7 სკოლაში საჯარო სკოლაში. სოკარ ჯორჯიას ინფორმაციით,  გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ ღამის საათებში შექმნილი ავარიული  მდგომარეობაა.