ჯარიმები დაიწერა, თუმცა უკანონო ტარიფი ისევ რჩება

08 იან 2022

მიკროავტობუსის მძღოლებს სხვა გზა აღარ დარჩათ-გაძვირებული საწვავისა და  ავტომობილის ნაწილების გამო მგზავრობა 20 თეთრით გააძვირეს თუმცა თვითნებურად.

აღნიშნული ფაქტის გამო შპს-ები დააჯარიმეს, მოქალაქეთა ნაწილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე გაზრდილ ტარიფს  ვერ იხდის, ნაწილი კი მძღოლების ამ გადაწვეტილებას გაგებით ეკიდება.